საქართველოში ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა. ინფექციონისტების მტკიცებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა შემცირდა. დღემდე მწვავე რესპერატორული ვირუსული ინფექციის 292 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან H1N1 ტიპის 247 პაციენტს დაუდასტურდა. სულ ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების განმარტებით გარდაცვალება ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დაგვიანებული მკურნალობით თან თანდართული ქრონიკული დაავადებით.
დღეისათვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ტიპის ვირუსის 247 შემთხვევა. სამედიცინო სექტორში მიმართვიანობამ იკლო და სავარაუდოდ ეპიდემიის ტიპმა გადაიარა", _ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი.