დღეს, 4 თებერვალს, 15:00 საათზე, ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე და პროფესორ-მასწავლებლები უნარშეზღუდულ ბავშვებს ადაპტირებულ ლექციას და შესაბამის მასტერ-კლასს ჩაუტარებენ.
შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამხატვრო აკადემიის თოჯინების თეატრის სპექტაკლი "მაკბეტი".