უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სანქციები ვლადიმირ პუტინზე უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით ზეწოლის კამპანიის ნაწილია.
„უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ არის კანადა მსურველთა კოალიციაში. ბატონი პუტინი ამ ომის მიზეზია. ის მკვლელობების მიზეზია, ის ვერ გვიკარნახებს მშვიდობისთვის პირობებს”, – განაცხადა კარნიმ.