უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრა გამართა. შეხვდრის დროს მათ უკრაინისა და სლოვაკეთისთვის პრინციპული მნიშვნელობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„მე მას ვაცნობე პრეზიდენტ ტრამპთან გუშინდელი საუბრის შესახებ, იმ კოალიციის ლიდერებთან მუშაობის შესახებ, რომელთაც სურთ მშვიდობის დამყარება და უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ევროპისთვის არქიტექტურის უსაფრთხოების შესახებ. და სლოვაკეთი გვერდზე არ გადგება. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში თავისი კონტაქტების შესახებ ისაუბრა“, - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ცალკე და მნიშვნელოვანი საკითხია ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
„რუსულ ნავთობს, ისევე როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს“, - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ სწრაფვაში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა განაგრძონ სვლა ევროკავშირში წევრობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.