საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ვადა 5 დღით გაზარდა.
საბუთების მიღება, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 5 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა კონკურსის 10 თებერვლამდე გაგრძელება გადაწყვიტა.
ამ დროისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში შესულია 30 განაცხადი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა საპროდიუსერო ჯგუფს და მომღერალს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ შიდაშესარჩევ კონკურსში.
შესული განაცხადებიდან ჟიური საუკეთესოს შეარჩევს და წარადგენს კონცერტზე, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ხანგძლივობა 3 წუთი.
ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი.
ეროვნულ ფინალში გამარჯვებული საქართველოს გერმანიაში წარადგენს.