კალოუბნის ქუჩაზე ჩვილი იპოვეს. ბავშვი გამვლელებმა ერთ-ერთი სადარბაზოს ლიფტში აღმოაჩინეს.
ახალშობილი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას პათოლოგიები არ აღენიშნება.
ჩვილი სავარაუდოდ 3-4 დღის დაბადებული უნდა იყოს. რამდენიმე დღეში მას ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.