ნარკოტიკების ზედმეტი დოზით მოხმარების შედეგად თბილისში 29 წლის ქალი გარდაიცვალა.
თამარ ხმიდიაშვილის ცხედარი პეკინის 44 ნომერში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს _ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომელთა განცხადებითაც, ისინი ხმიდიაშვილის სახლში "წამლის გასაკეთებლად" ავიდნენ.
ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხმიდიაშვილი ნარკოტიკების მოხმარების გარდა მისი რეალიზატორიც იყო, რადგან მეზობლების განცხადებით, მის სახლში ყოველთვის "ხალხმრავლობა იყო და ხშირ შემთხვევაში ისმოდა ჩხუბის ხმაც".