ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) და მისი დამხმარე სტრუქტურები უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის მხარდაჭერა მიუთითებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ უფრო გართულდება.
„ჩინეთში ეს შეხვედრა აჩვენებს, რომ დემოკრატიის მეორე მხარეს მყოფი ქვეყნები ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებენ ამ ომის გასაგრძელებლად და შეეცდებიან თავიდან აიცილონ სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განუცხადა ნაუსედამ ფინეთში ჟურნალისტებს.
ნაუსედას თქმით, რუსეთის ქმედება აჩვენებს, რომ ქვეყანას მშვიდობა არ სურს.
„მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი, ძალიან მკაცრი ზომების დახმარებით, რომლებიც უნდა იქნას მიღებული საერთაშორისო საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა თანამოაზრე ქვეყნების მიერ“, - აღნიშნა მან.
ნაუსედამ ასევე დასძინა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, „არა ნებისმიერ ფასად“.
გარდა ამისა, ნაუსედა მოუწოდებს ე.წ. „მსურველთა კოალიციას“, დაიწყოს კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით.