სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წვევამდელების გაწვევას იწყებს. 1-წლიან საკონტრაქტო სამსახურში მუშაობას 18-იდან 27 წლამდე ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და შესაბამისი ფიზიკური მონაცემები აქვთ.
როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსმა თამარ ჟღენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკონტრაქტო მოსამსახურეები ხელფასს, პერიოდულად პრემიებს, სასურსათო კომპენსაციას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს მათ სეზუნური ფორმებითაც.
აღსანიშნავია, რომ ყველა მოსამსახურეს უწყებაში ერთწლიანი მუშაობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად ჩაეთვლება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წვევანდელთა გაწვევას 1994 წლიდან ახორციელებს. დღემდე საკონტრაქტო სამსახური 7 ათასამდე პირმა გაიარა.
უწყების დასაცავ ობიექტებზე გადანაწილებამდე ისინი ერთი თვით ადრე თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.