საჯარო სკოლების ბრენდირების პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, სკოლების ბრენდირება მათ ათვარსკვლავიანი სისტემით შეფასებას ითვალისწინებს, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლიდან მიენიჭებათ.
სკოლების ბრენდირებისას შეფასდება სკოლის ინსტიტუციური მონაცემები სწავლა-სწავლების პროცესი და შედეგი, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებსა თუ პროექტებში მონაწილეობით და სხვა.
ასევე, საუკეთესო სკოლების მოსწავლეები შესაძლოა ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდებისგან გათავისუფლდნენ.
კანონპროექტის მიხედვით საჯარო სკოლებისთვის ბრენდირება სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.