კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.
თავად თაზო დათუნაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
საქმე ეხება მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, მანამდე, სასამართლოს შენობაში „დათუნაშვილს რამდენიმე მანდატური თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.