გორშიც ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა და რასაც აკეთებდნენ რუსი ოკუპანტები. ამდენს თუ ვერ ხვდება ხალხი, არ ვიცი, რაღა ვთქვა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებას.
„რუსებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ყველამ კარგად იცის. არაერთხელ მითქვამა და 8 აგვისტოსაც ვთქვი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთმა დახოცა სწორედ ჩვენი ოჯახის წევრები. გორშიც ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა და რასაც აკეთებდნენ რუსი ოკუპანტები. ამდენს თუ ვერ ხვდება ხალხი, არ ვიცი, რაღა ვთქვა. რუსეთთან დაკავშირებით ასეთი საუბრი ყოველთვის ჩვენი შეურაცხყოფაა. მარტო ჩემი არა და ანწუხელიძის, ყველასი. იქ ხომ ამდენი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ყველას ოჯახის შეურაცხყოფაა. გიორგი დღეს რომ ცოცხალი იყოს, იგიოეს იქიფრებდა ჩემსავით", - განუცხადა ანწუხელიძის მეუღლემ "ტვ პირველს".
შეგახსენებთ, გორის საკრებულოს თავმჯდომარენ დავით რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა:
"[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ... ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე."