ლეონარდოს მონა ლიზა იყო არა ფლორენციელი ვაჭრის ცოლი, ან მილანის ჰერცოგის ქალიშვილი, არამედ იგი მხატვრის დამხმარე, ახალგაზრდა ბიჭი ჯან ჯაკომო კაპროტი იყო, რომელიც ლეონარდოსთან 1490-1510 წლებში მუშაობდა. ამ ვარაუდს გამოთქვამს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი სილვანო ვინჩეტი.
მეცნიერის აზრით, ლეონარდომ კაპროტისთან ერთად დახატა იოანე ნათლისმცემლის ორი და ანგელოზის ერთი გამოსახულება. სამივე მათგანი ერთმანეთს ძალიან გავს და ამავე დროს დიდი მსგავსებაა მონა ლიზასთანაც.
ამასთან კაპროტი მხატვრის ეროტიკული ჩანახატების გმირი არაერთხელ გამხდარა. აქედან გამომდინარე, ვინჩენტიმ დაასკვნა, რომ მხატვარსა და კაპროტის შორის, შესაძლოა, სასიყვარულო კავშირი ყოფილიყო.
ხელოვნების ისტორიკოსთა ნაწილი ვინჩენტის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად შეხვდა.