საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში დღეს ფიზ-ქიმიის ლაბორატორია იხსნება.
მისი შექმნა მოხდა პროექტით- "51-ე მუხლის უზრუნველყოფის მხარდაჭერა (ხარისხის მართვის სისტემა) "- ეს არის ევროკომისიის პროექტი, რომლის ხელშეწყობით და თხოვნით მოხდა ფიზ-ქიმიური ლაბორატორიის აღჭურვა.
ამ პროექტის ფარგლებში ლაბორატორია სრულად იქნა აღჭურვილი და განახლებული.
ლაბორატორიის განახლებამ 400 000 ევრო მოითხოვა.
ლაბორატორიის ბაზაზე დაგეგმილია სტანდარტული ნიმუშების დამზადება პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებზეც ქვეყანაში დიდი მოთხოვნა არსებობს ლაბორატორიების, საწარმოების მხრიდან (მაგ. მძიმე მეტალები), რაც უზრუნველყოფს გაზომვების მიკვლევადობას სოფლის მეურნეობის სექტორში და უპირველეს ყოვლისა მოემსახურება კვების სექტორს, ასევე შესაძლებელია ნავთობის/ნავთობპროდუქტების სფეროში მომსახურების გაწევა. ლაბორატორიის პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი, დაგეგმილია მათი სტაჟირება საზღვარგარეთ.
აღნიშნული ლაბორატორიის მომსახურება ფაქტობრივად, დაფარავს ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებს და მეწარმეებს, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს, აღარ დასჭირდებათ ამ მომსახურების საზღვარგარეთ შეძენა, რაც დადებითად აისახება მათი პროუქციის კონკურენტუნარიანობაზე.
გახსნის ცერემონიას დაესწრება საქრთველოში ევროკომისიის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ხარისხის ეროვნული საბჭოს, ბიზნეს სექტორის, ლაბორატორიების, არასამთავრობო ორგანიაციების, დონორი ორგანზაციების, მომხამრებელთა დაცვის ორგანიზაციების, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონიალი დაგეგმილია 13:00 საათზე.