საქართველოს ეროვნულ საგანძურს ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ახალი ტილო "მამალი, კრუხი და წიწილები" შეემატა.
საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ტილო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის დამნაშავეთა ჯგუფს საზღვარგარეთ გაჰქონდა.
"პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დროულად იქნა აღკვეთილი ნიკო ფიროსმანის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ტილოს გაყიდვის და საზღვარგარეთ გატანის დანაშაულებრივი მცდლეობა", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გამოძიების ინფორმაციით, ფიროსმანის აქამდე უცნობი ტილო დამნაშავეთა ჯგუფმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა. მისი საწყისი ფასი ნახევარი მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ მისი შესყიდვა 50 ათას დოლარად მოხდა. დამნაშავეთა ჯგუფის წევრები დაკავებულია.