ერთდღიანი პარალიზების შემდეგ სარფის საბაჟოს გავლით თურქეთის მიმართულებით გადაადგილება რამდენიმე საათის წინ განახლდა.
როგორც ცნობილია, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებისთვის გადააგილება შეჩერებული იყო.
მიზეზად საბაჟოში არსებული ტექნიკური პრობლემები _ სერვერის დაზიანება სახელდებოდა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, თურქეთის მხარემ საკუთარი საბაჟოს ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და რამდენიმე თანამშრომელი დააკავა, რაც მოძრაობის პარალიზების მიზეზი გახდა.