საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ქალებს, აპარატის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე თბილისის საკრებულოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს "საშვილოსნოს ყელის და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის" ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
ღონისძიების ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი.
საქველმოქმედო აქცია თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერაა დაფინანსებული.
უფასო გამოკვლევები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: კალოუბნის ქუჩა @# 12, სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი 5.
მასალის გამოყენების პირობები