მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში საზარელი მკვლელობა მოხდა.
წიკლაურების ოჯახში დედამ საკუთარი 5 წლის შვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი შეშის ნაჭერი თავში ჩაარტყა.
პატარა მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.
მკვლელობა დილის საათებში მოხდა. მაშინ, როდესაც სახლში მხოლოდ 5 წლის შაკო წიკლაური და დედამისი იმყოფებოდნენ.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვის ცემის ფაქტი ადრეც ყოფილა, მაგრამ ეს სერიოზულად არავის მიუღია.
პოლიციამ შვილის მკვლეობაში ეჭვმიტანილი დააკავა.
ეჭვმიტანილს კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო.