დღეს, 3 თებერვალს, 12:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი სტუდენტებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჩეიშვილი ახალგაზრდებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების თაობაზე ესაუბრება. გარდა ამისა, განხორციელებულ და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოს გააცნობს.
შეხვედრა უფლისციხის სააქტო დარბაზში გაიმართება, რის შემდეგაც სტუდენტები კლდეში ნაკვეთ ქალაქს დაათვალიერებენ.
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაცნობას იმ სამუშაოსთან, რომლებიც ბაგრატის ტაძრის, გელათის სამონასტრო კომპლექსის, იყალთოს აკადემიის და ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლებზე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.