დღეს, 3 თებერვალს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი "ქალები, ღალატი..." რეჟისორმა პაატა ციკოლიამ ლელა კოდალაშვილის პიესის "ისევ იქ, სადაც ვიყავით" მიხედვით დადგა.
როგორც პიესის ავტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სპექტაკლი პროექტ "ახალი ტალღის" ფარგლებში დაიდგა.
პროექტის იდეა ზაალ ჩიქობავას ეკუთვნის. პროექტის მიზანი იყო ექსპერიმენტული თეატრის განვითარება, ახალგაზრდული თეატრალური ლაბორატორიის შექმნის გზით.