ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე "ქართული აკადემიის" წევრებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, მაღრაძე "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებს ახალ ნაციონალურ იდეას "ქართულ კონსერვატიზმს" გააცნობს.
შეხვედრას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეხვედრა "დაიცავი საქართველოს" ოფისში (ზუბალაშვილების 45) გაიმართება.