ხვალ, 3 თებერვალს, "ბოულინგცენტრალში~, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოზარდების მხარდსაჭერად, საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში 18:00-იდან 19:00 საათამდე თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები (კავშირ "დიოსკურიას~ ტრენინგის მონაწილეები) ჯეოსტარელებთან ერთად ითამაშებენ ბოულინგს.
19:00 საათიდან ოფიციალურად გაიხსნება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება სამკაულების ბრენდის "ANUNA" ხელთნაკეთი აქსესუარები (150 ექსპონატი).
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კავშირი "დიოსკურია~, "ბოულინგცენტრალი~, სამკაულების ბრენდი " ANUNA".
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტო-სექტმბერში კავშირმა "დიოსკურიამ~ ევროკავშირის ფინანსური მხარდჭერით ჩააატარა ტრენინგების ციკლი "ახალგაზრდა ლიდერები კონფლიქტის მართვაში~.
ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა ბლოგი დიოსკურია.წორდპრესს.ცომ, სადაც ტრენინგის მონაწილეები, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები, ათავსებენ ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- და ტექსტურ მასალას.
მიუხედავად ტექნიკური საშუალებების არქონისა, საიტისთვის მოხალისეებად მუშაობენ კონფლიქტის ზონაში, ძირითადად სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები მოსწავლეები. აქციის მიზანი სწორედ მათი მხარდაჭერაა.
შემოსული თანხები მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.