“ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე,” - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც არ იყო დემოკრატიულად არჩეული და ხელისუფლებაში დარჩა გაყალბებული არჩევნების შედეგად
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს არის ტყუილი.
“რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ზოგადად ეს ბრალდება ვიცით კარგად რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს, ამიტომ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ამ კაცმა და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე .” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.