ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 198-ე საჯარო სკოლის (შარტავას ქ.№20) ახალ შენობას დაათვალიერებს, სადაც 160-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.
ეს შენობა საქართველოში პირველი ცენტრია, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს.