ხვალ, 3 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს გზის" ოფისში "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის" სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას გამართავს. ჯგუფს სტუმრად ეყოლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელთანაც ახალგაზრდები საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
"ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის" "ახალგაზრდული ფორუმისა" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია და იგი USAID-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტი 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს და მასში ჩართულია 13 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია: "ახალგაზრდული ფორუმი", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ქართული დასი", "ჩვენ თვითონ", "თავისუფალი საქართველო" (ეროვნული საბჭო), "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს გზა", "ქალთა პარტია" და "საქართველოს დემოკრატიული პარტია".