ხვალ, 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრ ქალებს საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აქციის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოადგილე რუსუდან კერვალიშვილია.
11:00 საათზე კალოუბნის ქუჩა № 12-ში, სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრ ქალებს, ასევე თბილისის საკრებულოს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელ ქალებს, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აღნიშნული პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერაა დაფინანსებული.