სომხეთში დისნეის სტილში ახალ სომხურ მულტფილმს იღებენ. კომპანია "რობერტ სააკიანც პროდაკშენ"-მა და სომხეთის ნაციონალურმა კინოცენტრმა ზღაპარ "ანაიდის" მიხედვით ამავე სახელწოდების მულტფილმი გადაიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საკუთარმა კორესპოდენტმა ერევნიდან მიაწოდა.
მულტფილმის თანაავტორი ნანა სააკიანცი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო მხარდაჭერით ხორციელდება.
"მულტფილმის 20 წუთი უკვე გადაღებულია, მისი სრული ხანგრძლივობა კი საათნახევარი იქნება. ეს სრულმეტრაჟიანი კლასიკური ანიმაციური ფილმია დისნეის ტრადიციების სტილში", _ აცხადებს სააკიანცი.