ღუდუშაურის კლინიკაში გრიპით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა შემცირდა.
როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლების ტენდენცია ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ფიქსირდება.
მისივე მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკას მწვავე რესპირატურული დაავადებებით სულ 350-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 103-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
"103-დან 16 კრიტიკულ განყოფილებაშია მოთავსებული", - განმარტა მეტრეველმა.
აღსანიშნავია, რომ 350 პაციენტიდან ე.წ. ღორის გრიპი 21 პაციენტს დაუდასტურდა.