აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულა. გიორგი ბარამია დევნილთა სოციალურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
,,აფხაზეთის მთავრობის სამუშაო პროცესის ფარგლებში ვხვდებით დევნილებს. ჩვენ გავეცანით მათ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად განვიხილავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ. ...
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს დიდგორის რაიონის გამგებელი, გოგიტა ნიკოლაძეც სტუმრობდა.
დიდგორის რაიონის გამგებელმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. ,,დიდგორის გამგეობასა და აფხაზეთის მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ყველა არსებული პრობლემა, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებებშია ადგილზე იქნება შესწავლილი და შესაბამისად გადაჭრილი,"- განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტა ნიკოლაძემ.