ხვალ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის თანახმად, ფინანსათა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონები განთავსდება და ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge..
მემონანდუმს ხელს მოაწერენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე - ნიკა მელია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი - გრიგოლ ბაიბურთი.
აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე 2011 წლის 1 თებერვლიდან გადავიდა. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონულად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.eauction.ge.რეგისტრაცია.
ამ დრომდე აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონებს ტერიტორიულ ბიუროებში, სარეალიზაციო ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით ატარებდა, ხოლო მყიდველი იძულებული იყო, ნივთის შესაძენად აუქციონის გამომცხადებელ რეგიონულ ბიუროში მისულიყო და ადგილობრივად მიეღო მონაწილოება აუქციონის პროცესში.
ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა მომხმარებელს აუქციონში მონაწილეობის მიღებას გაუადვილებს. ელექტრონულ აუქციონში გაცილებით მეტი მომხმარებელი შეძლებს ჩართვას, რაც კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და აუქციონის გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყობს ხელს.