გერმანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
"ქართველები თავს უკეთ გრძნობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიაში საქართველოს კონსულმა ლაშა გიგაშვილმა.
დიპლომატის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები პირადი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავარია რამდენიმე დღის წინ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნიუნბერგთან ახლოს, მოხდა.
შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქართველების ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.