ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებაs პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს მაკრონის გეგმას აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა.“, - წერს რუბიო.
მაკრონის გადაწყვეტილება დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს.