32 პატიმარი, რომელთა ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებაც შესაბამისმა საბჭოებმა გუშინ მიიღეს, საპყრობილეებს დღეს დატოვებენ.
პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საბჭოებმა) გუშინდელ სხდომაზე სულ 32 მსჯავრდებულის საქმე განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.
როგორც სასჯელააღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, აღმოსავლეთის საბჭომ 23 საქმე, ხოლო დასავლეთისამ 9 საქმე განიხილა.
32 პატიმართა შორის 2 ქალია.