"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" - GIPA და "პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი" - PMCG ახორციელებენ USAID - ის მიერ დაფინანსებულ პროექტს - "საზოგადოებრივი ფორუმი და დიალოგი" (წწწ.პფდ.გე). პროექტის მიზანია საზოგადოების ჩართულობის ამაღლება სხვადასხვა სექტორში არსებული პროექტების შექმნის პროცესში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება მორიგი საჯარო დისკუსია თემაზე: "მედიის ფინანსური თავისუფლების, მდგრადობის და მართვის შესაძლებლობები და პრობლემები". მოხსენებას გააკეთებს გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი, ჟურნალისტი, ბ-ნი ლაშა ტუღუში. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, გაიმართება დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილული იქნება თუ რამდენად კონკურენტულია მედიაგარემო საქართველოში, რა მოცულობისაა და რამდენად ხელმისაწვდომია ფინანსები, რამდენად აქტიურ როლს ასრულებს სახელმწიფო მედიაბიზნესში, როგორია მედიის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და რამდენად იცავენ მას.
აღნიშნული დისკუსია გაიმართება მიმდინარე წლის 2 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.