საქართველო ევროკავშირს ყველა ფუნდამენტურ სფეროში დიდი სისწრაფით შორდება,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერნა განაცხადა.
მისი თქმიტ, ევროკომისია უკვე სვამს კითხვას, ასრულებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის გადაწყვეტილების მისაღებად.
"საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით ყველა ფუნდამენტურ სფეროში. ურთიერთობები ევროკავშირთან, გერმანიასთან, ღრმა კრიზისშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. გამოსავლის გასაღები საქართველოშია, მხოლოდ საქართველოში.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან ქვეყნის კარგი, საიმედო პარტნიორები ვიყავით. ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოსაც სურს, იყოს კარგი პარტნიორი ჩვენთვისაც. უვიზო რეჟიმი პრივილეგიაა, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე და ევროკომისიამ ახლა ჰკითხა საქართველოს – კვლავ სრულდება თუ არა ეს პირობები. ვნახავთ, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ჩვენ მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფიშერმა.