ხვალ, 2 თებერვალს, 14:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით კეთილი ნების ადამიანთა სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყობა.
მსვლელობა 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარი ინციდენტიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით მოძრაობა "სამშობლო"-ს ორგანიზებით გაიმართება.
"1992 წლის 2 თებერვალს, თბილისში რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის მოედანზე შეარაღებული გადატრიალების მოწინააღმდეგე, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. მიტინგის შემდეგ მანიფესტაცია ვაგზლის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა, როცა ცირკისა და აკადემქალაქის მიმდებარე ფერდობებიდან ჩასაფრებულმა ბოევიკებმა მშვიდობიანი ხალხის მიმართულებით სროლა დაიწყო. 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 50-მდე დაიჭრა. მსვლელობა დაარბიეს", - ნათქვამია "სამშობლოს" განცხადებაში.