პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე პროცესზე "საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მივიდა".
გუჯა ავსაჯანიშვილი აღნიშნავს, რომ თამარ მჭედლიშვილის განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ და ამბობს, რომ საბა ჯიქიას საქმის გადაწყვეტილებაზე ყველა ადამიანს უნდა მოეთხოვოს პასუხი.
"დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეეძლო თუ არა გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ. მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა, იმ ტექსტის წაკითხვას და სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი თამარი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა.
თქვა, რომ თურმე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა საერთოდ არ სჭირდება და ასევე ქალბატონმა თამარმა განმარტა ის, რომ თუ მთავარ გამომძიებელს დავკითხავთ საქმეზე დანარჩენი მოწმეების დაკითხვა საჭირო საერთოდ არ იქნება, რაც არის კანონის სრული დარღვევა.
ქალბატონმა თამარმა დღეს გააუქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თავის დარბაზში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ როდესაც ყველაფერი შეიცვლება და ეს ძალიან მალე იქნება. ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა ადამიანს," - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას, დღეს, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.