"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" და ჰოლანდიური ორგანიზაცია "ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის" (WECF) საერთაშორისო კონფერენციას „მზის თერმული ენერგიისა და თბოსაიზოლაციო ტექნოლოგიების გამოყენება და პოლიტიკა საქართველოში" აწყობენ.
კონფერენცია გაიმართება თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში" 15 თებერვალს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასმთავრობო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.