თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.
"თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. დინამიკა არის დადებითი. გამოძიება დაიწყო მყისიერად და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა. მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია გამოძიება უნდა დაინტერესდეს და შესაბამისად უნდა იქნეს გამოძიებული და შესწავლილი. თავის შინაარსით არის ისეთი საქმე, ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული ჩემი მხრიდანაც და გამომძიებლების მხრიდანაც. მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.