პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აზერბაიჯანში იმყოფება. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო დაყ.აზ იტყობინება.
გიული ალასანია "საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის სახლის" ხელმძღვანელის სტატუსით სხვადასხვა შეხვედრას გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ალასანია აზერბაიჯანის მილი მეჯლისს ესტუმრება, საგარეო და განათლების სამინისტროებში შეხვედრებს გამართავს. გარდა ამისა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
აზერბაიჯანში გიული ალასანიას ვიზიტი 4 თებერვლამდე გასტანს.