სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უფლებების დასაცავად ტრანსპორტის პროფკავშირში ცხელი ხაზი ამოქმედდა. დღეიდან მძღოლებს შემდეგ ნომრებზე შეეძლებათ დარეკვა: 39 13 59 და 39 23 49.
ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას თქმით, ტრანსპორტის პროფკავშირის ცხელი ხაზი მერიაში გამოცხადებული ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე შეიქმნა.
შეგახსენებთ, გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გუშინ გამარჯვებულები დაასახელეს: შპს "თბილ ლაინი", შპს "კაპიტალ გრუპი", შპს "თბილ ქარი" და შპს "ფაბლიქ ქარი".
თბილისის მერიის განცხადებით, გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, პირველ ეტაპზე ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ.