საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად დაღუპული 25 წლის ქალია. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ე.წ. ღორის გრიპით წელს სულ 10 ადამიანია გარდაცვლილი.
ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად გრიპის 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 166 სწორედ H1N1-ია.
გრიპის ვირუსით თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 58 პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
ამასთან, დეკემბერთან შედარებით იანვარში თითქმის სამჯერ გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებების გამოძახების რიცხვი.