ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით - არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის, - ასე ეხმაურება მოძრაობა „დაფიონი“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
„დაფიონი“ განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„ვუერთდებით! ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება!
ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის! ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს! არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის. როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო პოზიცია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.