„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ხატია დეკანოიძე ეხმიანება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.
„ლელოს შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი.
საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას;
საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე;
სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა!“ – წერს დეკანოიძე.