3 თებერვალს `ბოულინგცენტრალში~, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოზარდების მხარდსაჭერად, საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში 18:00 დან 19:00 მდე თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები (კავშირ `დიოსკურიას~ ტრენინგის მონაწილეები) ჯეოსტარელებთან ერთად ითამაშებენ ბოულინგს.
19:00 საათიდან ოფიციალურად გაიხსნება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება სამკაულების ბრენდის `ANUNA~ ხელთნაკეთი აქსესუარები(150 ექსპონატი).
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კავშირი `დიოსკურია~, `ბოულინგცენტრალი~, სამკაულების ბრენდი ` ANUNA~
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტო-სექტმბერში კავშირმა `დიოსკურია~ ევროკავშირის ფინანსური მხარდჭერით ჩააატარა ტრენინგების ციკლი `ახალგაზრდა ლიდერები კონფლიქტის მართვაში~.
ტრენინგის ფარგლებში შეიქმნა ბლოგი დიოსკურია.წორდპრესს.ცომ. სადაც ტრენინგის მონაწილეები, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები, ათავსებენ ფოტო, ვიდეო, აუდიო და ტექსტურ მასალებს.
მიუხედავად ტექნიკური საშუალებების არქონისა, საიტისთვის მოხალისეებად მუშაობენ კონფლიქტის ზონაში, ძირითადად სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები მოსწავლეები.
აქციის მიზანი სწორედ მათი მხარდაჭერაა.
შემოსული თანხები მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
ღონისძიება `ბოულინგცენტრალში~ 3 თებერვალს, 18:00 საათზე, გაიმართება.