კომპანია „ეივონი" ბაზარზე კიდევ ერთ ახალ და მოდურ სურნელს „SLIP INTO..." - ს წარმოადგენს, რომელიც ფართო გაყიდვაში უკვე თებერვლიდან გამოვა.
სუნამოს სახედ კომპანიამ ახალგაზრდა და პოპულარული მსახიობი, ცნობილი სამსახიობო დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მიხეილ ბოიარსკის ქალიშვილი ლიზა ბოიარსკაია აირჩია. ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე მოთხოვნად მსახიობს უკვე შესრულებული აქვს არაერთი მთავარი როლი, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა „ბედის ირონია" და „ადმირალი".
„ეს სუნამო ჩემი ფავორიტია, მომწონს მისი მომაჯადოებელი სურნელი. მასთან ერთად თავს ელეგანტურად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. სწორედ ისე, როგორც ყველა ქალი ძვირფასი და ელეგანტური ფეხსაცმლის ტარებისას, სუნამოს ფლაკონიც ხომ სწორედ მაღალ ქუსლს წააგავს,"-ამბობს ლიზა ბოიარსკაია სუნამოზე საუბრისას.
სუნამოს ძირითადი არომატი ჟოლოსა და იის ფურცლების სურნელს ეფუძნება. ხოლო მათთან ერთად იგრძნობა ვარდის ხის და ორქიდეის უნაზესი სურნელი, რომელსაც დიდხანს სდევს არომატული შლეიფი.
AVON - არის მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია ქალებისთვის. კომპანიის წლიური ბრუნვა მთელს მსოფლიოში 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია რეალიზაციას პირდაპირი გაყიდვების გზით აწარმოებს და საქმიანობს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში.