H1N1 ვირუსით ქუთაისიდან თბილისში 11 წლის მოზარდია გადმოყვანილი. მოზარდი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. გართულებულ პნევმონიას თან ერთვის კლინიკური ასთმაც.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოში ბოლო პერიოდში ე.წ. ღორის გრიპის 32 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციონისტების თქმით, დაინფიცირებულთა მატების მიუხედავად, ვითარება ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 201 შემთხვევაა დაფიქსირებული.