ჩარტერული რეისი შარმ ელ შეიხიდან თბილისში დილით ჩამოფრინდა. საქართველოში ეგვიპტიდან 107 ტურისტი დაბრუნდა. მათი თქმით კურორტზე შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა იქ ყოფნის პერიოდში სასტუმროებში მოუწიათ ყოფნა და გარეთ გასვლას ერიდებოდნენ. როგორც მგზავრები აცხადებენ, იყო შემთხვევაც, როდესაც შარმ ელ შეიხის ერთ-ერთ უბანში მარადიორები ჩავიდნენ და მოსახლეობა დაარბიეს.
"ავიაკომპანია აირზენამ დღეს შარმ ელ შეიხიდან ჩამოიყვანა 107 მგზავრი. ფრენები ეგვიპტის მიმართულებით სრულდება შეფერხების გარეშე, განრიგის მიხედვით. თუ საჭირო გახდება, ჩვენ მზად ვართ, დამატებითი რეისები დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად", - განაცხადა "აირზენა ჯორჯიან ეარვეისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის უმსხვილეს ქალაქებში 25 იანვრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობსს. დღეს დილიდან, როგორც უცხოური მედია იუწყება, სიტუაცია კურორტ შარმ ელ შეიხშიც იძაბება. 25 იანვრის შემდეგ, პოლიციასთან შეტაკებებს 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე ათასი დაიჭრა.