„იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, თუ სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან. მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემები. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“,- ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინსიტრმა ნიკო ფაშინიან სასულიერო პირებთაბ დაკავშირებულ მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას.
ფაშინაინის თქმით, მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც მონაზვნობის აღთქმას დებენ, ფიცს დებენ, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ. „ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მას სასულიერო პირების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სასულიერო პირების ქმედებებმა ისინი ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოაქცია. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ანგარიშს რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, - დასძინა მან.