ერთ დღეს შეიძლება,პუტინის რუსეთში გავიღვიძოთ, - ამის შესახებ განაცხადა კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც უკვე მესამე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის მშვიდად ყურება დაუშვებელია.
"შეიძლება, დადგეს მომენტი, რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვიცხოვროთ არა პროვინციული ფეოდალიზმის პირობებში, რომლადაც ჩამოყალიბდა თავიდან ივანიშვილის რეჟიმი, არამედ პუტინის რუსულ რეჟიმში, რაც ქვეყნის მომავალს ხაზს უსვამს. ამის ასე ყურება, ეს პროცესი როგორ მიდის მაგისკენ, ამის არგაპროტესტება დაუშვებელია. ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება, იყო მაყურებლის როლში? მე მგონია, რომ სხვა გამოსავალი არ არის თუ არა ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია და რეჟიმის წინააღმდეგ ერთანი ძალით ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე, ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია - პროტეტის უკიდურესი ფორმით "ოცნების" ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას აცხადებენ და უკვე მესამე დღეა პარლამენტთან შიმშილობენ.